რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე, ხარკოვსა და დნეპრზე.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნეპრში ერთი ადამიანი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვში დაშავდა სულ მცირე 38 ადამიანი. ქალაქის სხვადასხვა რაიონში 10 ხანძარი გაჩნდა. დანგრეულია სახლები და სხვა ობიექტები. ხარკოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ფორუმი
