ხარკოვი ისევ დაიბომბა

8 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრსა და გარეუბნებში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.
ნაწილობრივ დანგრეულია 12-სართულიანი სახლი. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის სამი თვის ბიჭი.
ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც ს არმია თითქმის ყოველდღე უტევს მართვადი ავიაბომბებით, რაკეტებით, ან დრონებით.