ხარკოვის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა

წუხელ ხარკოვის ოლქში ს სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი იტყობინება. მისი სიტყვებით, ოლქის ზმიევსკის რაიონზე მინიმუმ ხუთი დარტყმა განხორციელდა.
„დარტყმები მოხდა დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, დაიღუპა ერთი მამაკაცი, სამოქალაქო პირი, მონაცემები ზუსტდება. დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი – მამაკაცი და ქალი“, – განაცხადა სინეჰუბოვმა. მისი თქმით, დასასვენებელ კომპლექსში დაზიანდა შენობები.
ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიას შეუტია ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-K“-თი, რაკეტა S-300-ით და 25 უპილოტო საფრენი აპარატით, განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. 24 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ს, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცის ოლქებში, იტყობინება ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი.
რუსეთის ჯარებმა წუხელ და დღეს დილით სამჯერ დაუშინეს ცეცხლი საზღვრისპირა რაიონებს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქში – რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვარზე. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ნაღმსატყორცნის ცეცხლი გაუხსნეს ხოტინის თემს, კრასნოპოლიეს თემში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატიდან და დაბომბეს არტილერიით. დაფიქსირდა 21 აფეთქება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ამ იერიშებზე.
მხოლოდ გასულ კვირაში, 27 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის ათასი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის რაკეტებით, ავიაბომბებითა და მოიერიშე დრონებით, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ და მოკავშირეებს მოუწოდა ს მიაწოდონ საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემა და გრძელ რადიუსში მოქმედი იარაღი.

ასევე დაგაინტერესებთ