ხარკოვის ოლქში მსხვერპლია ს სარაკეტო შეტევის შედეგად

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში, რომელსაც გამთენიისას ს ჯარებმა რაკეტებით დაარტყეს.
მსხვერპლის შესახებ ტელეგრამით იუწყება ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კარაბანოვი. მისივე ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
კარაბანოვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ორი რაკეტით დაარტყეს ქალაქის ცენტრს. აფეთქებები მრავალბინიან სახლებთან იყო.
რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ქალაქი ბალაკლეა ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიპყრეს. იმავე წლის სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის შედეგად ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.
ბალაკლეა ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში მდებარეობს. ფრონტის ამ მონაკვეთზე ინტენსიური ბრძოლებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“