ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა იყო | დაშავებულებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, ერთი თურქეთის

10 იანვრის ღამეს სარაკეტო თავდასხმა იყო ხარკოვზე. დაშავდა სულ მცირე 11 ადმიანი, მათ შორის საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე. ისინი თურქულ მედიას წარმოადგენენ.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, მტერმა გამოიყენა S-300 ტიპის რაკეტები კიევსკის რაიონში, დაზიანდა სასტუმრო კომპლექსის შენობა, სადაც თავდასხმის დროს 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე მანქანას.
დაშავებულებს შორის არიან 31-დან 38 წლამდე ასაკის 4 კაცი; 7 ქალი – 23 -დან 71 წლამდე. სინეგუბოვის განცხადებით, 9 კლინიკაში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიემა.