ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ხუთამდე გაიზარდა ხარკოვზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ცოტა ხნის წინ მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ამოიტანეს ქალის ცხედარი. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია – წლინახევრის გოგო და 16 წლის ბიჭი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშვებულია 20 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქში გროვის დღეა.
უკარაინის საოლქო სამხედრო ადმინისტაციის ცნობით, რუსეთის არმიამ 18 აგვისტოს გამთენიისას მასირებული იერიში მიიტანა ხარკოვზე, მათ შორის, “Герань-2”-ის ტიპის ოთხი დრონით. უპილოტო საფრენი აპარატი ინდუსტრიულ ზონაში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
რუსული არმია, სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციბი ამგვარ თავდასხმებს, ომის დანაშანაულებს უწოდებენ და აღნიშნავეს, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით