ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა დროებით ავტომატურად გაითიშება – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისების ფუნქციონირების ხარვეზის გამო, ზონალური პარკირების სისტემა დროებით ავტომატურად გაითიშება.
“ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნულ პერიოდში ზონალურ-საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ”. – აღნიშნავს მერია.