“ხა­რე­ბა” მე თუ ეს შე­გარ­ჩი­ნო!!! შვი­ლი რო­გორ მი­ცე­მეთ იმის გამო, რომ ჩემი შვი­ლი იყო პი­რა­დად შენი მი­თი­თე­ბით!!

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ვანო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ი­სას მის შვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ის მომ­ხდარ­ში სპეც­რაზ­მის ხელ­მძღვა­ნელს ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის პო­ლი­ცი­ას, რო­მელ­მაც ნა­დი­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

“ხა­რე­ბა” შენ სის­ხლს დავ­ლევ, მე თუ ეს შე­გარ­ჩი­ნო!!! შვი­ლი რო­გორ მი­ცე­მეთ იმის გამო, რომ ჩემი შვი­ლი იყო პი­რა­დად შენი მი­თი­თე­ბით!! იცი და მიც­ნობ რისი გამ­კე­თე­ბე­ლიც ვარ, ხალ­ხის არა, ახლა უკვე მარ­ტო ჩემი გე­ში­ნო­დეს, შენ კი არა, ილია კივა ვი­პოვ­ნეთ მოს­კოვ­ში, ყვე­ლა­ზე და­ცულ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ში რომ გა­იქ­ცე, იქაც გი­პო­ვი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ხარ. თან გა­ძარ­ცვეთ.

დუ­შე­თის პო­ლი­ცია მად­ლო­ბა, მად­ლო­ბა იმ სა­პატ­რუ­ლოს ეკი­პაჟს, ვინც ჩემი შვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იზო­ლა­ტორ­ში, თქვენ პი­რი­ქით პა­ტი­ვის­ცე­მა ჩემ­გან”, – წერს ნა­დი­რა­ძე.

“მთა­ვარ არხთან” სა­უ­ბარ­ში ნა­დი­რა­ძე გან­მარ­ტავს, რომ შემ­თხვე­ვა პირ­ველ მა­ისს იმ დროს მოხ­და, როცა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მან­ქა­ნას აჩე­რებ­და.

“არც კი იყო მი­სუ­ლი პრო­ტეს­ტის ად­გი­ლამ­დე, მი­ე­სია ბან­და, ხა­რე­ბას თა­მა­დო­ბით, ხა­რე­ბაც უშუ­ა­ლოდ იქ იყო. მხო­ლოდ და მხო­ლოდ სას­ტი­კად იმის გამო სცე­მეს, რომ ჩემი შვი­ლი იყო. რის შე­დე­გა­დაც, უკვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის იზო­ლა­ტორ­ში” – ამ­ბობს ნა­დი­რა­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ