“ხარება” აქ არავის არ უყვარს, თავის ხალხს დაერევიან…” – ონისე ცხადაძე ციხიდან

გლდანის ციხეში გამოკეტილი ონისე ცხადაძე ტვ პირველთან, სატელეფონო ინტერვიუსას, ამბობს:
“როგორც კი შემოვედი ამ ციხეში, თანამშრომლებმაც ის მითხრეს, რომ ვინც დასაჭერია, იმას არ იჭერენო. ეჭვი არ შეეპაროს არავის, რომ სიმართლე არის ხალხში და არა სიტყვაზე ირაკლი ში. “ხარება” აქ არავის არ უყვარს, შეუძლებელია გიყვარდეს. თავის ხალხს დაერევიან, პირველ რიგში. მაგაში ვარ დარწმუნებული. მგონია, რომ ორივე მხარე ჩიხში ვართ შესული და ეს ასე არ დამთავრდება. საბოლოო ჯამში, ხალხი ერთ მხარეს დადგება და მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი დარჩება მარტო. მაქვს მოლოდინი, რომ მალე ძალიან მაგრად იქნება ყველაფერი. ჩემს პირად მაყურებელს ვეტყოდი, რომ მალე გამოვალ და მალე გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც ჩემში მოსწონთ. ჩემთვის მისაბაძია მზია ამაღლობელის ნაბიჯები, როგორც წირავს თავის ჯანმრთელობას. მზია ამაღლობელმა თქვა მაგარი სიტყვები – იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. მეც იმავეს გავიმეორებ. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს რაღაცები. ასე არ ხდება. არ შეიძლება ორ დღეში მოხდეს ყველაფერი. დადგება დრო, როდესაც ამ ბრძოლას არავინ არაფერს არ დააკლებს. ყველა სიმართლის მხარეს დადგება”. – განაცხადა ონისე ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს, თერჯოლაში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. იუმორისტს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია