ხარებასთან დაპირისპირებული შინჯიკაშვილი “მადლობა ივანიშვილს” უთქმელად გადადგა

გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას შინჯიკაშვილი თავადვე ავრცელებს, განსხვავებით სხვა საჯარო მოხელეებისგან, მას გადადგომისას, სთვის მადლობა არ უთქვამს.
“ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას, პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის.
მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის.
მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის.
როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში.” წერს შინჯიკაშვილი.
შეგახსენებთ, შინჯიკაშვილი – ხარებას არაერთი მწვავე დაპირისპირების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით