ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

27 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც გასულ სეზონში “ფერენცვაროშიდან” იჯარის წესით თბილისის “დინამოში” თამაშობდა, “ქოჯაელისპორში” გადავიდა.
თურქული კლუბის საიტი იტყობინება, რომ “ფერენცვაროშთან” შეთანხმება შედგა და ხარაიშვილს 1.5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს. ის “ქოჯაელისპორში” 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და გიორგის იმედი აქვთ.
“ქოჯაელისპორის” ღირსებას თავდამსხმელი გიორგი ბერიძე იცავს – მან ბოლო ტურში “ადანასპორთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა (1:0). ეს კლუბი რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში