სტიქიურ ზონად გამოცხადებულ სოფელში ვითარება რთულდება. ხარაგაულში, სოფელ ხემაღალასა და ღვერკში, ყოველ დღიუად ახალი ნაპრალები ჩნდება. მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, მეორე ნაწილი კი ღამეებს შიშით ათენებს. უკვე ორი თვეა, სოფლის მაცხოვრებლები სახელმწიფოს ოფიციალურ პასუხს ელოდებიან – ხალხს აინტერესებს, რა ხდება სოფელში და რა იწვევს მიწის დახეთქვას. მათი თქმით, არსებობს მხოლოდ ზეპირ სიტყვიერი განმარტება, რომ გეოლოგები მუშაობენ, თუმცა სამი თვეა დასკვნა არავის უნახავს.
გეოლოგები ვარაუდობენ, რომ სოფლებში არსებული ვითარება რიკოთზე განხორციელებულმა არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
“თუ სატელიტის ფიტიოებს შევხედავთ, ცხადია იქ რაც ხდება – მიმდინარეობს ფერდების ჩამოჭრა და ის სამუშაოები – გზის და რკინიგზის გაყვანის, რომელიც ძირულას მასივში მიმდინარეობდა.
მას შემდეგ, რაც მასალა გადმომიგზავნეს, გამახსენდა ლითხვისის ამბები, როდესაც რეალურად, ძირი გამოუღეს გრუნტს და ჩაიქცა გრუნტი… მოწყვეტა ხდება, ნაწილი არის მოწყვეტა, ჩაქცევა და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, გრუნტის არასწორ სამუშაოებთან არის პირდაპირ დაკავშირებული.
ეს ფერდები სტაბილურ მდგომარეობაში იყო – 600 000 000 წლის არის, პრიკამპრიული დროის ქანებია და როდესაც ასე უხეშად ერევი გრუნტში, რა თქმა უნდა ხდება მეწყვრული პროცესების ინიცირება და მისი ჩასახვა განვითარება.
ფაქტია, რომ ამ არასწორმა სამშენებლო სამუშაობემა, დაპროექტებიდან დაწყებული აღსრულებით დასრულებული, გამოიწვია თავად ძირულას მასივის დესტაბილიზაცია,”- აცხადებს ექსპერტი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.
