ხარაგაულში, სოფელ ლაშესთან, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის თავზე მთის უზარმაზარი მასივია მოწყვეტილი

ხარაგაულში, სოფელ ლაშესთან, თბილისი-ს სარკინიგზო მაგისტრალის თავზე მთის უზარმაზარი მასივია მოწყვეტილი და ქვემოთ იწევს. „მთის ამბების“ მიერ სახელმწიფო ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქტიური მეწყრული პროცესები 68 ჰექტარზეა გავრცელებული. სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში უკიდურესად მძიმე ვითარებაა. სახლები და სხვა შენობები მასობრივად ინგრევა, ნაპრალების ზომა კი ყოველდღიურად იზრდება. ამ ვითარებაში სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი.
⚠️ „მთის ამბების“ მიერ შეგროვებული მასალებით ირკვევა, რომ როცა ჩინური კომპანია თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზებას ახორციელებდა, გვირაბის გასაჭრელად და რკინიგზის გასაფართოებლად მთას დიდი ხნის განმავლობაში აფეთქებდნენ, სოფლებიც მეწყერსაშიში სწორედ ამ პერიოდში გახდა.
📺 ხარაგაულში განვითარებული მოვლენები იქნება 20 სექტემბერს, 22:00 საათზე, გადაცემა „ღია სივრცის“ მთავარი თემა, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.