ხარაგაულის საკრებულოში ხმაური იყო

ხარაგაულის საკრებულოში ხმაური იყო. უკმაყოფილება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების კითხვებს მოყვა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მერია ერთ პირთან მოლაპარაკებით 290 000 ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს, რაც მათი თქმით, კითხვებს აჩენს.
ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ ხარაგაულში სოციალური პრობლემებია და 300 000 ლარამდე საახალწლო ღონისძიებებისთვის არ უნდა დაიხარჯოს.
საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ. საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს მერის მოადგილემ წარადგინა.
მისი თქმით, გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იხარჯება და წელს მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება, რისთვისაც თანხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოყო.
სხდომაზე, დაპირისპირების გამო, შესვენება გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – საზღვრის უკანონო კვეთაზე 4 წლის და 6 თვის პატიმრობის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზემოდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო – ეს არის იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე

ბექა ბასილაია – მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს – რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოსამართლეს მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია