ხანძარი და ნგრევა მოჰყვა კიევზე დრონებით შეტევას

7 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის პეჩერსკის რაიონში მდებარე სახლის 33-ე სართულზე. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის 34-ე, ტექნიკური სართული. წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა. სახლიდან ევაკუაცია განხორციელდა.
რუსული დრონებით შეტევამ ხანძრები გამოიწვია კიევის ობოლონსკის რაიონში მდებარე ბიზნეს-ცენტრის შენობის ბოლო სართულებზე და სოლომენსკის რაიონში ერთ-ერთი კერძო სახლის ტერიტორიაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა