ხანძარი და აფეთქებები: დრონებმა რუსეთის ორ სტრატეგიულ ნავთობ–გაზის ქარხანას დაარტყეს

გუშინ ღამით უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოსექტორის ორ სტრატეგიულ ობიექტს დაარტყეს – ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ და სამარის ოლქის ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
ორენბურგში დარტყმის შემდეგ ერთ-ერთ საამქროში ცეცხლი გაჩნდა. ადგილობრივებმა რამდენიმე ძლიერი აფეთქება და კვამლი შენიშნეს, ხოლო აეროპორტმა დროებით შეწყვიტა მუშაობა.
ორენბურგის ქარხანა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზოქიმიური კომპლექსია – წელიწადში 37,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ამუშავებს.
ნოვოკუიბიშევსკშიც დაფიქსირდა აფეთქებები და მასიური კვამლი. ქარხანა „როსნეფტის“ ჯგუფს ეკუთვნის და წელიწადში 8,8 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. ის უკვე არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება