ხანძარი ბათუმში – ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

ხანძარია ბათუმში – არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაგრატიონისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები წერენ, სავარაუდოდ ბოლო სართულზე, ერთ-ერთი ბინა იწვის.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო, საპატრულო და სასწრაფოდ ბრიგადები არიან მობილიზებული.

დაშავებულებსი შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.