ხანმოკლე აღმოჩნდა ნაცუსაშველოების კაკაფონია – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე “მოსკოვის მექანიზმის“ ავტორის, გჟებიკის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელმაც თქვა: „აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მინდოდა. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.“
აბაშიძის თქმით, უსამშობლოების რეალური პერსპექტივა ისაა, რომ გააგრძელონ ურეიტინგო ნაცტელეარხებზე ბოდვები და ქუჩაში კანტიკუნტად წოწიალი.
„ხანმოკლე აღმოჩნდა ნაცუსაშველოების კაკაფონია, ჰააგაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ “მოსკოვის მექანიზმით” ე.წ.საქმის აღძვრაზე; ანგარიშის ვითომ ავტორმა ანგაჟირებულმა ექსპერტმა გჟებიკმა უარყო ეს პერსპექტივა. ანტიქართულ ევროკრატიაშიც აცნობიერებენ, რომ ასეთი საქმე ისეთივე რეალურია, როგორც კაია კალასის გავლენიანობა გლობალურ პოლიტიკაში.
უსამშობლოების რეალური პერსპექტივა კი ისაა, რომ გააგრძელონ ურეიტინგო ნაცტელეარხებზე ბოდვები და ქუჩაში კანტიკუნტად წოწიალი.
„აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მინდოდა. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“, – განაცხადა პოლონეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა პატრიცია გჟებიკმა,“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”