ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა
ფოტო: Gofund.me
9
წაკითხვა
ტენესის შტატის ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა ნამდვილ სასწაულად იქცა. ბრიტანი სმიტმა, რომელმაც DoorDash-ის ხანდაზმული კურიერის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო, თითქმის $1 მილიონი შეაგროვა, რათა 78 წლის რიჩარდმა პენსიაზე გასვლა შეძლოს.
ყველაფერი ერთი შეკვეთით დაიწყო
ისტორია გასულ სამშაბათს დაიწყო, როდესაც ბრიტანიმ შეამჩნია, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მათ ქალიშვილს სტარბაქსი გამოუგზავნა. ბრიტანი თავიდან გაბრაზდა კიდეც, ის ცდილობს, შვილს ტკბილეული მხოლოდ ჯილდოს სახით მისცეს, ეს კი კვირაში უკვე მესამე შეკვეთა იყო. თუმცა, როდესაც კარის ზარის (Ring) აპლიკაცია ჩართო, ბრაზი გაოცებამ და თანაგრძნობამ შეცვალა.
კამერამ დააფიქსირა ხანდაზმული მამაკაცი, წითელ ფლანელის პერანგსა და ხაკისფერ შარვალში, რომელიც მოაჯირს ეჭიდებოდა და დიდი გაჭირვებით ამოდიოდა კიბეებზე.
78 წლის რიჩარდი შეკვეთას ტოვებს ბრიტანი სმიტთან
ფოტო: Gofund.me
“ეს საწყალი კაცი წვალებით ამოდის ჩემს კიბეებზე, რათა ჩემს სრულიად ჯანმრთელ ქალიშვილს ყავა მოუტანოს”, — იხსენებს სმიტი. ბრიტანის ყოფილი მეუღლე კვადრიპლეგიითაა დაავადებული და გადაადგილება არ შეუძლია, რის გამოც ნივთებს ხშირად სახლში უკვეთავს.
ბრიტანიმ სცადა აპლიკაციით უფრო დიდი “ჩაი” დაეტოვებინა, მაგრამ სისტემამ ამის საშუალება აღარ მისცა. მაშინ მან გადაწყვიტა, მოხუცი სოციალური ქსელების მეშვეობით ეპოვა. Facebook-ის მომხმარებლებმა რიჩარდი მალევე იცნეს, აღმოჩნდა, რომ ის ხშირად აკითხავდა ადგილობრივ ოფისებს.
ფოტო: Gofund.me
ბრიტანიმ რიჩარდის სახლს მიაკვლია და თავდაპირველად $200 გადასცა. მოხუცმა ფული მხოლოდ მას შემდეგ გამოართვა, რაც დარწმუნდა, რომ ბრიტანის ეს თანხა თავად არ აკლდებოდა. აქვე გაირკვა კურიერობის მიზეზიც: რიჩარდის მეუღლემ სამსახური დაკარგა, მათ დანაზოგი კი ცოლის ძვირადღირებულ მედიკამენტებსა და ყოველთვიურ ხარჯებს მოხმარდა. კაცი იძულებული გახდა, შემოსავლის შესავსებად კურიერობა დაეწყო.
$1 მილიონი და ახალი ცხოვრება
ბრიტანიმ GoFundMe-ზე კამპანია დაიწყო სახელწოდებით “მიეცით რიჩარდს პენსიაზე დაბრუნების შანსი“. ვიდეო TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:
შეგროვილი თანხა: $940,000-ზე მეტი (თითქმის $1 მილიონი); დონორთა რაოდენობა: 32,000-ზე მეტი ადამიანი.
“რიჩარდმა მითხრა, რომ ორი დღეა არ უძინია, რადგან თვალს ვერ წყვეტს, როგორ იზრდება თანხა საიტზე”, — ამბობს სმიტი. თავად რიჩარდმა გვარის გამჟღავნება არ ისურვა, თუმცა ბრიტანი აღნიშნავს, რომ ის ცხოვრებაში იმაზე ბევრად უფრო “ძვირფასი ადამიანია”, ვიდრე ვიდეოში ჩანდა.
ფოტო: Gofund.me
პლატფორმა GoFundMe პირდაპირ მუშაობს ბრიტანისთან, რათა უზრუნველყოს, რომ ყოველი ცენტი უსაფრთხოდ მივიდეს რიჩარდამდე და მან საბოლოოდ შეძლოს დამსახურებულ პენსიაზე გასვლა.
კომენტარები
გადახედვა
ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა
4 წუთის წინ
ხანდაზმულ კურიერს ხალხმა მილიონი დოლარი შეუგროვა
გადახედვა
გიგი უგულავა: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ
10 წუთის წინ
გიგი უგულავა: მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელორუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ
გადახედვა
ნახეთ — ბობ დილანის უცნობი და შთამბეჭდავი მხატვრული ნამუშევრები
24 წუთის წინ
ნახეთ — ბობ დილანის უცნობი და შთამბეჭდავი მხატვრული ნამუშევრები
გადახედვა
“სამებაში საშვებით იქნება დაშვება” — ლია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი
40 წუთის წინ
“სამებაში საშვებით იქნება დაშვება” — ლია II-ის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი
გადახედვა
თბილისის მეტრო 21 მარტის ჩათვლით მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება
2 საათის წინ
თბილისის მეტრო 21 მარტის ჩათვლით მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება
გადახედვა
22 მარტის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
3 საათის წინ
22 მარტის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის ეკლესიას ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს
3 საათის წინ
ილია II-ის დაკრძალვაზე რუსეთის ეკლესიას ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი წარმოადგენს
გადახედვა
მსოფლიო ეკლესიათა საბჭო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
3 საათის წინ
მსოფლიო ეკლესიათა საბჭო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გადახედვა
მარკ უოკერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას
3 საათის წინ
მარკ უოკერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას
გადახედვა
მარკო რუბიო: ვწუხვართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო
4 საათის წინ
მარკო რუბიო: ვწუხვართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო
გადახედვა
ოსკარის რეიტინგი გასულ წელთან შედარებით 9%-ით შემცირდა
19 საათის წინ
ოსკარის რეიტინგი გასულ წელთან შედარებით 9%-ით შემცირდა
გადახედვა
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
19 საათის წინ
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მაისში Netflix-ზე ბუზთა ბატონი გამოდის
19 საათის წინ
მაისში Netflix-ზე ბუზთა ბატონი გამოდის
გადახედვა
ჰორორის სოციალური როლი: რატომ გვჭირდება საშიში ამბების შეთხზვა რეალობის ასახსნელად
19 მარტი, 12:44
ჰორორის სოციალური როლი: რატომ გვჭირდება საშიში ამბების შეთხზვა რეალობის ასახსნელად
გადახედვა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
19 მარტი, 12:37
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
სახელის დარქმევის ძალა: როგორ მართავს “ზუსტი სიტყვა” ჩვენს ნერვულ სისტემას
19 მარტი, 12:03
სახელის დარქმევის ძალა: როგორ მართავს “ზუსტი სიტყვა” ჩვენს ნერვულ სისტემას
გადახედვა
კროსვორდი: გამოიცანი მწერალი საკულტო პერსონაჟით
19 მარტი, 12:00
კროსვორდი: გამოიცანი მწერალი საკულტო პერსონაჟით
გადახედვა
აშშ-ის საელჩო: საქართველოს მოქალაქეებმა სავიზო დეპოზიტი 30 დღეში უნდა გადაიხადონ, შემდეგ კი მიიღებენ ერთჯერად 3-თვიან ვიზას
19 მარტი, 11:24
აშშ-ის საელჩო: საქართველოს მოქალაქეებმა სავიზო დეპოზიტი 30 დღეში უნდა გადაიხადონ, შემდეგ კი მიიღებენ ერთჯერად 3-თვიან ვიზას
გადახედვა
შონ პენს უკრაინაში “რკინის ოსკარი” გადასცეს
19 მარტი, 10:43
შონ პენს უკრაინაში “რკინის ოსკარი” გადასცეს
გადახედვა
შსს: “ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია”
19 მარტი, 10:33
შსს: “ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია”
გადახედვა
მაშინ და ახლა: ვარსკვლავები წელს და მათი პირველი გამოჩენა ოსკარზე
19 მარტი, 09:47
მაშინ და ახლა: ვარსკვლავები წელს და მათი პირველი გამოჩენა ოსკარზე
კვირის ტოპ-5
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო7961 ნახვა
“დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა” — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე4094 ნახვა
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიას?3576 ნახვა
ქვიზი: გეკუთვნის თუ არა ოსკარი?3436 ნახვა
ბაბა ვანგას მითი — როგორ გახდა მისტიკოსის “წინასწარმეტყველებები” პროპაგანდის იარაღი3417 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მსოფლიო
გარეგინ II ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი აქვეყნებს
გარეგინ II ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი აქვეყნებს
გადახედვა
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა რეგიონებიდან დამატებით უფასო რეისებს ამატებს
გადახედვა
კინო
Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს
Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს
გადახედვა
საზოგადოება
თემურ ჭყონია: “ილია II-ის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია”
თემურ ჭყონია: “ილია II-ის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლი საქართველოს ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განუზომელია”
გადახედვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება
საგარეო უწყება: ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესება აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება
გადახედვა
პოლიტიკა
მარია ზახაროვა: სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას
მარია ზახაროვა: სულ უფრო მეტი ქართველი პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა
Coldplay-ს კონცერტზე უფროსთან ერთად კამერაში მოხვედრილი ქალი ამბობს, რომ მისი ქმარიც იქვე იმყოფებოდა
გადახედვა
პოლიტიკა
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო დეპოზიტის გადახდა დაუწესა
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყენაა, რომელსაც აშშ-მა სამოგზაურო ვიზებისთვის $15 000-მდე სავიზო დეპოზიტის გადახდა დაუწესა
გადახედვა
პოლიტიკა
კონგრესმენები და სენატორები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა საქართველომ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები შეასრულოს
კონგრესმენები და სენატორები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, გამოიყენონ სანქციები, რათა საქართველომ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები შეასრულოს
გადახედვა
მსოფლიო
ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
ილია II-ის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
18 მარტი, 15:20
ჩინეთის კოსმოსური სადგური საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ზომით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუმცა ბოლო 5 წლის…
სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
ჩინეთში ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენი წარადგინეს
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
ალექსანდრ ლუკაშენკო: ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა