ხანდაზმული თაღლითების პარტიის აზრით, ბორელიც და ბლინკენიც უღირსი პოლიტიკოსები არიან – ლევან ნიკოლეიშვილი “ლელოს”

პარტია “ლელოს” საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას შეფასებას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა ესწრებოდეს ისეთ სხდომებს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესწრება, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ, ხანდაზმული თაღლითების პარტიის აზრით, ბორელიც და ბლინკენიც უღირსი პოლიტიკოსები არიან.
“აღნიშნულ მინისტერიალს ესწრება ევროკომისიის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ესე იგი, ხანდაზმული თაღლითების პარტიის აზრით, ბორელიც და ბლინკენიც უღირსი პოლიტიკოსები არიან. “ლელო”, ხო მშვიდობა გაქვთ?”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას