ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები მარტში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტუსკის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ევრო-2012-მდე უკვე იმართებოდა. განახლებულ კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობის თემასაც განიხილავენ.
“ჩვენ ვუბრუნდებით ამ პრაქტიკას. შემდეგი მსგავსი შეხვედრები ვარშავაში მარტის მეორე ნახევარში გაიმართება. ეს არის ის, რაზეც ადრე შევთანხმდით უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამ საუბრებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ეს ასევე არანაკლებ დაკავშირებულია ფერმერების პროტესტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკრაინულ მხარესთან ასეთი ვარიანტების შემუშავება, რათა ჩვენს მწარმოებლებსა და ფერმერებს უკრაინიდან პროდუქციის ტალღა არ დაემუქროს”, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთმა ს მიაწოდა დაახლოებით 40 მხარდაჭერის პაკეტი, საერთო ჯამში 3,5 მილიარდი ევრო.