ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ბაიდენი გამოეხმაურა -ის კოლეჯებში მიმდინარე გამოსვლებს ღაზაში ომის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 მაისს დაიცვა პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ თქვა, რომ „უნდა სუფევდეს წესრიგი“. ამ განცხადების ფონია მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით კოლეჯების კამპუსებზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ღაზის სექტორში ომთან დაკავშირებით.
„სხვაგვარად აზროვნება აუცილებელია დემოკრატიისთვის,“ თქვა ბაიდენმა. „მაგრამ სხვაგვარად აზროვნება არასოდეს უნდა იწვევდეს არეულობას“.
რამდენიმე დღეა, მატულობს დაძაბულობა. დემონსტრანტები უარს ამბობენ ბანაკების დაშლაზე, კოლეჯების ხელმძღვანელებმა კი პოლიციას მიმართეს, რათა ისინი ძალით დაშალონ, რასაც შეტაკებები მოჰყვა.
ბაიდენმა თქვა, რომ საპროტესტო გამოსვლებმა მას აზრი არ შეაცვლევინეს ომთან დაკავშირებით. მან ასევე უკუაგდო მცდელობები, შექმნილი ვითარება „პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად“ იქნეს გამოყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა