ხამენეიმ პოტენციური მემკვიდრეები დაასახელა იმ შემთხვევაში, თუ მას მოკლავენ – NYT

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მისი მკვლელობის შემთხვევისთვის თავის პოსტზე სამი კანდიდატი სასულიერო პირი შეარჩია.
ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ სამ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერს აფარებს თავს და თავის სამხედრო მეთაურებს ნდობით აღჭურვილი პირის შუამავლობით ეკონტაქტება.
როგორც წყაროები გამოცემასთან ამბობენ, ხამენეიმ შეარჩია სამი მაღალი რანგის სასულიერო პირი თავის პოსტზე კანდიდატებად.
ხამენეის შერჩეული ჰყავს სამხედრო მეთაურების შემცვლელები იმ შემთხვევაში, თუ ს ოპერაციას კიდევ სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლებიან.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს საერთაშორისო პრესა წერდა, რომ ისრაელს ჰქონდა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გეგმა, თუმცა ის პრეზიდენტმა ტრამპმა დაბლოკა.