„ხალხს ისე უნდა ჩავაცვა, რომ მათ თავი ბედნიერად და მოდურად იგრძნონ…“ – დემნა გვასალია

Towel Skirt, რომელიც დიზაინერმა, მ ახლახან გამოუშვა, ბევრისთვის სახალისო აღმოჩნდა და აღნიშნავდნენ, რომ ასეთი სახლში ყველას მოეპოვება. თავად დემნა კი ამბობს, რომ მისი მიზანი ხალხთან მაქსიმალურად დაახლოება და მათი სურვილების გათვალისწინებაა:
“მე რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყო, რომ შევძლო, ჩემ გარშემო ხალხს ისე ჩავაცვა, რომ მათ თავი ბედნიერად და მოდურად იგრძნონ, რომ მათ იდენტობას სტილის შეგრძნება შევმატო. მოდა უფრო მეტად უნდა იყოს ფესვგადგმული საზოგადოებაში. ამიტომ მე ხალხმა გამიყვანა ქუჩაში…
მაგრამ ქუჩა ხომ რეალობაა. მაღალი საზოგადოება და მეჯლისი ვენაში – ეს არ არის ხალხის რეალობა. რეალობა ასეთია: თქვენ იცვამთ უბრალო ზედას, გადიხართ გარეთ და გიწევთ, რომ საკუთარი თავი თავად დაიცვათ”, – ამბობდა დემნა Purple-სთან საუბრისას.
ასევე ნახეთ:
დემნა გვასალიამ აბაზანის პირსახოცის ქვედაკაბა შექმნა, რომლის ფასი 925 დოლარია
„მითხრა, მე შენთვის ვიქნები ის, ვინც მე მჭირდებოდა რომ მყოლოდა, როცა შენს ასაკში ვიყავიო…” – საბა ბახია დემნასთან საუბარს იხსენებს
რა წერილი მიიღო დემნა გვასალიასგან