ხალხმრავლობა ე.წ პარლამენტთან და გაუჩინარებული ე.წ დეპუტატები – ინვესტიციების კანონის გამო სოხუმში ვითარება კვლავ დაძაბულია

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება დაძაბულია.  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პარლამენტთან ძალოვანი სტრუქტურებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან, რომ 20 დეპუტატი გაუჩინარებულია.

აფხაზური ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და მას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.  ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს.

ე.წ პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის ხალხმრავლობაა, საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ მოხდეს სესიის გადადება და დეპუტატებმა კანონის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა