“ხალხმა “ოცნებაზე” არჩევანი იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ეს საუკეთესო არჩევანია ქვეყნისთვის…” – ნანა კაკაბაძე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ, ტვ იმედთან, განაცხადა:
უკვე 9 არჩევნებია, ქართველი ხალხის უმრავლესობამ არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთა, არა იმიტომ რომ ეს საუკეთესო არჩევანია საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა მუდმივად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები. რეჟიმი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიარა და მმართველობიდან მოიშორა, არ უნდათ დაბრუნდეს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოებრივი მოძრაობა
„გაეროს 57-ე კონფერენციაზე განვაცხადე, რომ მუდმივად ფინანსდება ისეთი ჯგუფები, რომლებიც მართლა რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენენ და მართლა ქვეყნის ბედი კი არ აინტერესებთ, მათი ერთადერთი ინტერესია, ნებისმიერ ფასად მოიპოვონ ძალაუფლება, თუნდაც ეს იყოს ქვეყნის განადგურება ან ომში ჩართვაა. რაც მთავარია, ამის დაფინანსება და მხარდაჭერა ხდება დასავლეთიდან, რომელიც ქართველი ხალხისთვის ყოვლად მიუღებელია“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს