ხალხმა ვერ გაიგო, ვინ უნდა შეავსოს დეკლარაცია

შემოსავლების სამსხურთან რიგებია. ხალხმა ვერ გაიგო, ვინ უნდა შეავსოს დეკლარაცია, ვინ არის გადამხდელი. საუბარია მიწის და შემოსავლის დეკლარირებაზე, რისთვისაც მოქალაქეებს ვადა 1 ნოემბრამდე აქვთ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის წესში ცვლილებები არ განხორციელებულა.

დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ ფიზიკურ პირებს, მათ შორის მეწარმეებს, თუ მათი და ოჯახის საერთო წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აჭარბებს და აქვთ დასაბეგრი ქონება – უძრავი საკუთრება, ავტომობილი, იახტა, თვითმფრინავი და სხვა.

თუ გადასახადის გადამხდელის მონაცემები არ შეცვლილა და წინა წელს უკვე ჰქონდა წარდგენილი დეკლარაცია, სისტემა ინფორმაციას ავტომატურად განაახლებს.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დეკლარაციები 1 ნოემბრამდე წარადგინონ და არ ენდონ მცდარ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს