ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ

ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ
არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო მაკრონის, ზელენსკის, მერცისა და სტარმერის ეპიზოდს. რა ამბავი ატყდა? ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? – წერს ისტოროკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის ვიდეოს, რომლებთანაც კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები მოულოდნელად მივიდნენ.
მანჯავიძის განცხადებით, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი რომ “ასე გადაეფსკვნება” შენს ლიდერს, როგორც მაკრონი ზელენსკის, ეს დიდი ბედნიერებაა, თუნდაც ბომბები გაცვიოდეს თავზე.
“არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო მაკრონის, ზელენსკის, მერცისა და სტარმერის ეპიზოდს. რა ამბავი ატყდა? ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? აი, პუტინს რომ შეეყნოსა მედვედევთან ერთად, ეგ სულ სხვა იქნებოდა-აგრესორია და იმიტომ! გასაგებია? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ. ეს ყველაფერი სტრესის მოსახსნელად ხდება. და საერთოდ! დემოკრატიული სამყაროს ლიდერი რომ ასე გადაეფსკვნება შენს ლიდერს, ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა? სულ რომ ბომბები გაცვიოდეს თავზე, რა ბედენაა?
ასე გადაეხვევა მაკრონი ყაველაშვილს? მეტი არაა ჩემი მტერი! ევროპა მოგვტაცეს ხალხო! რუსეთთან მებრძოლი თუა, დაე იყოს ნარკომანი, ლქბტქ+ ქმარი ცოლად ყავდეს, კონჩიტას სცემდეს თაყვანს, საერთოდ მიშისტი იყოს და აქუბარდიას სტუდიაში იჯდეს-ყველაფერი გამართლებულია. აქუბარდიაზე გამახსენდა -იუნესკომ მისი სტუდია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და საქართველოს მთავრობას მისი კონსერვაცია მოსთხოვა რესპოდენტებთან ერთად. ასეთივე წარმატებას მიაღწია დამოუკიდებელი საქართველოს თანმდევმა ხმამ, მარადმყვირალმა ინგამ- ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ხმამაღლა მყვირალ ჟურნალისტად ცნეს და მალე პრიზი-ოქროს ყრონტი გადაეცემა.
უდიდესი სტრატეგიული ნიჭით კვლავ გაიბრწყინა თავდგირიძემ-მან განჭვრიტა, რომ თურქეთი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დაარტყამს რუსეთს, შემოიჭრებიან საქართველოში და ჭორვილას ციხეს შემოადგებიან, სადაც ის და ბარბაქაძე შეუერთდებიან მყარფეხა ლეგიტიმაციასთან ერთად, რომელიც იქ უკვე სანგრებს თხრის თავის ანალისტებთან ერთად. ამ ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ 9 მაისს ევროპის დღის მილოცვა უაღრესად შორსმჭვრეტელურ ნაბიჯად მოსჩანს-მართალია , ხალხმა ვერ გაუგო, მაგრამ არა უშავს-მოვა დრო და გაიგებენ. აქვე უნდა ითქვას, ,,მეგობარი აქტის” გამო მადლიერების გამოსახატავად შექმნილი წერილები მართლაც შედევრალურია. რაღა ესენი და ნესტან -დარეჯანის წერილი საყვარლისა თანა მიწერილი. გულჩათუთქულნი ელიან ახალ ავთანდილს, ტარიელსა და ფრიდონს რუსულ ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულნი. არა უშავს! მალე მოვლენ ტარიელ ზელენსკი , ავთანდილ-მაკრონი და ფრიდონ სტარმერი, დალეწავენ მაგ რუსულ ქაჯეთის ციხეს და გამოიხსნიან ნესტან ევროპას! ევროპამ სძლია რუსეთსა, არსება მისი გრძელია!” – წერს სოსო მანჯავიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს