ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა

ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს, ხელისუფლება კი ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა
როგორც ჩანს წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა კი იქნება – ეროვნული.“ – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარია, თუ ლგბტ პროპაგანდა მითია და ეს კანონი ვერაფერს ვერ დაარეგულირებს, რატომ შფოთავენ ასე უცხოელი აქტორები.
„ ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე ც ალაპარაკდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა ქალი და კაცი და რაც მთავარია, ევროპული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ევროპარლამენტის არჩევნებში უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს. მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია ამ გამოწვევას გამოგონილს და მითს უწოდებს. ჯერ ერთი, უნდა ჩამოყალიბდეთ, ბატონებო, ლგბტ პროპაგანდა რატომ არის თქვენთვის მითი და თქვენი პატრონებისთვის – რეალობა? ბატონი კრამერი: „კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც LGBTQ თემს ეხება, გახლავთ ზუსტი მითითება იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი და ბატონი , ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და მოსკოვის მხარეზე გადავიდნენ.“; როთი: „რუსული სტილის ზეწოლა LGBT-ზე კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის.“
ეს ის როთია, ქართველი ახალგაზრდების მომავალი არა სუვერენულ სახელმწიფოსა მართლმადიდებლურ ეკლესიაში, არამედ ლგბტ პროპაგანდაში რომ დაინახა. შეკითხვა ოპოზიციას: თუ ეს საკითხი მითია და ეს კანონი ვერაფერს ვერ დაარეგულირებს, რატომ შფოთავენ ასე უცხოელი აქტორები? ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია ადგილობრივი საზოგადოების პროტესტის მიუხედავად. საბავშვო ბაღებში ბავშვებს სქესის შეცვლაზე ესაუბრებიან და მშობლებს ამ პროცესში ჩართვას უკრძალავენ. გამოდის, რომ რეალური ყოფილა ლგბტ პროპაგანდა. გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი გააიგივეს და რუსული უწოდეს უცხოელმა აქტორებმა, ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ.
მათი აზრით, ქალის და კაცის ქორწინება რუსულია და ერთნაირსქესიანთა ქორწინება – ევროპული; გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა – ევროპული; მშვიდობის შენარჩუნება რუსულია და ომის დაწყება – ევროპული; ეს რომ ასე არ არის, ათობით ევროპელმა დაადასტურა არჩევნებში და ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ღირებულება ომი კი არა, მშვიდობაა; ევროპული ღირებულება შავი ფული კი არა, გამჭვირვალობაა; ევროპული ღირებულება ლგბტ პროპაგანდა კი არა, ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ეროვნული ღირებულებებია. ასე რომ, ევროპულმა საზოგადოებამ არჩევნებში და ქართულმა საზოგადოებამ პრაქტიკულად ჩატარებულ რეფერენდუმში, 17 მაისს, ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ ძალას, აქაური რადიკალური ოპოზიციის ჩათვლით, ვინც აპირებს, რომ გააგრძელოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, გეი აღლუმების ჩატარება და ბავშვებში ტრანსგენდერის პროპაგანდა. ახლა ოპოზიციის საჯარო აღიარებაზე ვისაუბროთ, როდესაც ისინი პარლამენტში შესასვლელად ლეგიტიმაციას არა ხალხისგან, არამედ მხოლოდ უცხოეთიდან ელოდებიან. ოპოზიცია საყვედურობს მმართველ გუნდს და ამბობს, რომ ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის მოსაწონია და ამით ცდილობს ხალხის გული მოიგოსო. რას ვიზამთ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური „აი ია“ სასწავლი აქვს. ხალხი ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც მისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებს. ხელისუფლება ისეთ კანონებს იღებს, რომელიც ხალხისთვის სასარგებლოა.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Next: ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებს

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს