ხალხი გაუფრთხილებლად, “ხარებას” გამო სცემეს – როგორ დაიწყო დაპირისპირება?
დაპირისპირება “ხარებას” ხსენებას მოჰყვა – ამის შესახებ “გიორჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმს წევრები ადამიანებს ფიზიკურად ადგილზევე გაუსწორდნენ.
“ურტყამდნენ, ხალხს, ტიპებს უფროსის ხსენება ეწყინათ, რეაქცია არ ჰქონდათ, როცა მათ რუსების დამცველებს ეძახდნენ”- აცხადებს პოლიტიკოსი.