მანჩესტერ “სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იმ კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებიც ამბობდნენ, რომ “ბარსელონაში” მისი წარმატება ლიონელ მესისა და სხვა ვარსკვლავების დამსახურება იყო.
“მახსოვს, “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდში ამბობდნენ, რომ ეს ტიტულები ლიონელ მესისა და სხვა ფეხბურთელების წყალობით მოვიპოვე.
ისინი თვლიდნენ, რომ ჩემი შესაძლებლობები ინგლისში უნდა დამემტკიცებინა. საბოლოოდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ”, – ციტირებს გვარდიოლას ფაბრიციო რომანო.
შეხსენებისთვის, გვარდიოლა “სიტის” 2016 წლიდან ავარჯიშებს. მან გუნდს 6-ჯერ პრემიერ ლიგა და ასევე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.