“ხალხის ძალის” ანგარიშზე ივანიშვილის გარემოცვის დიდი ფულია აღმოჩენილი

“ხალხის ძალას” რეალურად ს გარემოცვა და ოჯახი აფინანსებს. შემოწირულობებმა ეს ფაქტი დაადასტურა.  “ხალხის ძალას” ფულს ჩუქნის ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილი, რომელიც ქართუ დაზღვევას ხელმძღვანელობს და აქამდე “ოცნების” ერთგული სპონსორი იყო. “ქართული ოცნების” განაყოფს ჩაურიცხა 30 ათასი ლარი ივანიშვილის კომპანიების და დენდროლოგიური პარკის დირექტორმა პაატა სულაბერიძემაც.

ოპოზიციის შეფასებით, “ქართული ოცნების” დამფინანსებლების “ხალხის ძალის” დამფინანსებლებად ქცევამ აჩვენა, რომ ეს პარტია რეალურად ივანიშვილის გუნდის ცალკე დანაყოფია.

“ქართულ ოცნების” სპონსორების ნაწილი კი გადაპორტირდა, მაგრამ ივანიშვილის პარტიას მაინც ყველაზე მეტი შემოსავალი აქვს. 6 მლნ ნახევარი – 6 თვეში – ეს არის ოფიციალური თანხა. ყველაზე დიდი წილი მოკლე პერიოდში აჭარიდან ჩაირიცხა, ზუსტად თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობას” მონაცემების შესწავლის შემდეგ აქვს ეჭვი, რომ საქმე ან იძულებასთან ან ფიქტიურ შემოწირულობებთან გვაქვს.

წყარო