„ხალხის ძალა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკული და ევროპული დელეგაციების არშემოშვებაზე იმსჯელოს

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეხვდეს -ევროპის ქვეყნების დელეგაციებს და უფრო მეტიც, ქვეყანაში მათ არშემოშვებაზე იმსჯელოს.
როგორც „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია), ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი.
„მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს ნაციონალურ მოძრაობას და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას“, — აცხადებს „ხალხის ძალა“ და მაგალითად მოჰყავს ზემოაღნიშნული პირების მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა.
„ხალხის ძალის“ აზრით, მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა.
„როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, — ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ არის მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებდა კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ გასულ წელს შეიმუშავა, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს. ეს კანონპროექტი ერთი წლის მერე პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს.
„ხალხის ძალის“ დღის წესრიგში ამჟამად „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა“ და 2008 წლის ომის გამოძიებაა.

ასევე დაგაინტერესებთ