„ხალხის ძალა“: სამსჯელოა, შემოუშვან თუ არა დიპლომატები პარტნიორი ქვეყნებიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, „ხალხის ძალა“, აცხადებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს“, „იმსახურებენ თუ არა“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ქვეყანაში შემოშვებას. “ხალხის ძალა“ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებაზე „თავდასხმებში“ ადანაშაულებს.
„აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა… მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან…
დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, – წერია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„აგენტების კანონის“ საქართველოს პარლამენტში განხილვის პარალელურად, საქართველოში ვიზიტი აქვთ დაგეგმილი ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ესენი არიან გაბრელიუს ლანდსბერგისი – ლიეტუვა, მარგუს ცანკა – , ტორდის გილფადოტრი – ისლანდია და ბაიბა ბრაზე – ლატვია.
გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული არიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი. საქართველოში ჩამოდის -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ