ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გამართვას სახელმწიფო ორგანოსთვის შეტყობინება დასჭირდება

მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს დამატებით ამკაცრებს. ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა, ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, თუმცა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ბიუროს დღევანდელ, 8 დეკემბრის სხდომაზე წარადგინეს უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც:
· შემოდის სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
· თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება, მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს.
· მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
პასუხისმგებლობის საკითხი ბიუროს დღის წესრიგის ანოტაციაში განმარტებული არაა.
16 ოქტომბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, აქცია-დემონსტრაციაზე აიკრძალა სახის დაფარვა, კარვების დადგმა და გზების ბლოკირება, რაც ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – ორ წლამდე პატიმრობით.
ამ წესის ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავეს.
წელიწადზე მეტია საქართველოში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო ს ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
ფორუმი