“ხალხის ეშინიათ” – “2 მიზეზია, რატომაც არ შეიძლება დღე ოლიმპიელების დაჯილდოვება”

საქართველოს პრეზიდენტმა, , საგანგებო ბრიფინგზე, ოლიმპიელ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა, ისევე, როგორც ყველას, ვინც მონაწილეობდა და გულშემატკივრობდა და თქვა:
პირველ საათზე დღეს შემატყობინეს, რომ საღამოს 8 საათზე იქნებიოდა დახვედრა ოლიმპიელების და თურმე დაჯილდოვება. არ მჩვევია კინკლაობა, მაგრამ მე მგონი, რომ ეს დაჯილდოვება ოლიმპიელების და მათი დახვედრა, როგორც გამოვაცხადე, როცა ვაცილებდით, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში, როცა დაბრუნდებოდნენ, ასე უნდა მოხდეს. მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღე მათი სასწრაფოდ დაჯილდოვება, ჯერ ერთი ეს არის სერიოზული საქმე და არა ასე საჩქაროდ გასაკეთებელი და მეორე – ეს არის ის საკითხი, რაც აერთიანებს ქვეყანას, ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც გვეშინია ხალხის, არამედ ვაპირებ ეს იყოს სახალხო ზეიმი, როგორც გამოვაცხადე. და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე, წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს, თუ მთვარობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ახლა და ცალკე ჩვენი სპორტსმენების – სექტემბერში?

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ტომ სალივანის განცხადებაზე – ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია, ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტია, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე და მონღოლეთს უწოდებენ დემოკრატიის ოაზისს