ხალხის დაშინება უნდა შეჩერდეს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ძალადობრივ კამპანიას ეხმაურება და ამბობს:
ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა და ნათელია, ნებისმიერი სახის ძალადობა, აბსოლიტურად მიუღებელია, ეს უნდა შეწყდეს, შემიძლია გავიმეორე ის რაც ჰოფმანმა თქვა, უნდა დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები, რადგან განაგრძოს ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა, ნებისმიერი სახის ძალადობა არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღები, მითუმეტეს კანდიდატი ქვეყნისთვის, ეს მიუღებელია. ჩვენ აქ ვართ იმისთვის რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს, ყოველთვის გვაქვს საუბარი პოლიტიკოსებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იმუშაონ ერთად და შეთანხმებულად, სამწუხაროდ, დეპოლარიზაცია საქართველოშო საკმაოდ დიდი პრობლემაა, ამას ვხედავთ ყოველ ღამე ჩვენს ეკრანებზე, ხდება თავდასხმები, სატელეფონო ზარები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიმდინარეობს ხალხის დაშინება, ეს უნდა შეჩერდეს, ამის ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და მითუმეტეს იმ ქვეყანაში რომელიც ევროკავშიროს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონეა. საქართველო სამწუხაროდ მთავარი განხილვის საკითხია ყველა საერთაშორისო მედიაში და სამწუხაროდ არა კარგი მიზეზების გამო, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მიმდინარე პროცესებით, ვმუშაობთ ქართულ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა და შეწყდეს ქვეყანაში მიმდინარე ძალადობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”