ხაინდრავას 955 000 ლარი გამოუყვეს ფილმის გადასაღებად

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2025-2026 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებულები ასევე არიან:
• „შინ“ – პროდიუსერი: შპს „ახალი ქართული ფილმი“ (რეჟისორი: გიორგი აბაშიშვილი) 955 000 ლარი
• „იარე“ – პროდიუსერი: შპს „რონინფილმი“ (რეჟისორი: გიორგი ხურცილავა) 635 000 ლარი
• „ზღვა ყველას მიიღებს“ – პროდიუსერი: შპს „ჯემინი“ (რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი) 955 000 ლარი
• „შენდობა“ – პროდიუსერი: შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენ“ (რეჟისორი: გიორგი ხაინდრავა) 955 000 ლარი