ხათუნა ხოფერია: წაქეზებაც და ორგანიზებაც დანაშაულია და მისი ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს! მოვითხოვ რეაგირებას!

“ლომჯარია – ორგანიზატორი თუ წამქეზებელი?!

დიახ, როდესაც ხდება მოწოდება- “უნდა გადავკეტოთ ქუჩა!”- რა არის ეს?! წაქეზება თუ ორგანიზება?!

სახელმწიფოს მიერ, არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის, რომ რუსთაველის გამზირი არ გადაეკეტათ, რამე თუ ეს იქნებოდა კანონის უხეში დარღვევა( სს- ის თუ სამოქალაქოსი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს), ლიდერებზე დამოკიდებული ტვინგამორეცხილენის მხრიდან მოხდა ქუჩის განთავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა. სწორედ ამ დროს აკეთებს ქუჩის სასწრაფოდ გადაკეტვის მოწოდებას ვინმე ლომჯარია- არაერთხელ მხილებული ანტისახელმწიფიებრივ ქმედებებში.
ქუჩა იკეტება!

ლომჯარია რჩება ტროტუარზე! მაგრამ… სახეზეა მისი მოწოდების შესრულების წარმატებული ფაქტი! იჭერენ ქუჩის გადაკეტვაში მხილებულ კანონდამრღვევებს!
არ იჭერენ ლომჯარიას!

ჰოდა, სწორედ ამიტომ მივმართავ სამართალდამცავებს კითხვით:

– როგორ კვალიფიცირდება ლომჯარიას ქმედება? როგორც წაქეზება თუ როგორც ორგანიზება?!…
მესამე არ არსებობს!

და ბოლოს! რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის თანამონაწილე!!! წაქეზებაც და ორგანიზებაც დანაშაულია და მისი ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს! მოვითხოვ რეაგირებას!”- წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.