ხათუნა ხოფერია: უმორჩილესად გთხოვთ, ის სმეტანაში ჩაფურთხებული გააჩუმეთ რაააა…

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:
განსაცდელით, უფრო დიდ განსაცდელს გვარიდებს უფალი.🙏🏼
სამშობლოსთვის არ უღალატია! პოლიტიკური შეცდომა არ დაუშვია! ბიუჯეტის ფული არ მოუპარავს!
ის, ჩემი ქვეყნის, კარგი პრემიერ- მინისტრი იყო!
საქართველო – სახელმწიფოა!
სახელმწიფო ვალდებულია ყველა გადაცდომაზე გააკეთოს სამართლებრივი რეაგირება!
მადლობა ირაკლის, რომ ბოლომდე დადგა სახელმწიფოს მხარეს!
ამასაც კაცობა და ღირსება სჭირდება!
P.S.

უმორჩილესად გთხოვთ, ის სმეტანაში ჩაფურთხებული გააჩუმეთ რაააა…

[სტილი დაცულია]
“უმორჩილესად გთხოვთ, ის სმეტანაში ჩაფურთხებული გააჩუმეთ რაააა…” – სავარაუდოდ, ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს.
ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი  სოციალურ ქსელში წერს.
ს განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მალე გამოუშვებენ.
„მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი დოლარის „გაფლანგვას” მედავებოდნენ. არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ „გაფლანგვას” – ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს.
ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გარეთ გააგდებენ.
ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან“, – წერს .
🔻 ირაკლი ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. პატიმრობასთან ერთად 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა და ჩხრეკის დროს ამოღებული ნაღდი ფულიც ჩამოერთვა.