ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:
,,მართალია, ისინი ვერ არიან ჰუგო ჩავესები, მაგრამ…
აი, რას აცხადებს ვენესუელის ვიცეპრეზიდენტი:
„ეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში საშინელ ლაქად დარჩება. ამ ოპერაციის დროს პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და პირველი ლედი, პირველი მებრძოლი სილია ფლორესი, ტყვედ ჩავარდნენ. ჩვენ მოვითხოვთ ვენესუელის ერთადერთი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მემკვიდრეობით გვაქვს წმინდა მოვალეობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც თავს დაესხნენ. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ვენესუელა, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ეროვნული განვითარებისთვისაა საჭირო. ექსტრემისტები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ისტორიისა და სამართლიანობის წინააღმდეგ ეს შეიარაღებული აგრესია წაახალისეს, პასუხს აგებენ. ჩვენ აღარასდროს ვიქნებით მონები, ჩვენ აღარასდროს ვიქნებით არც ერთი იმპერიის კოლონია,“ – დელსი როდრიგესი.
ვენესუელას ყავს ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნოველის პრემიის მფლობელი( ოქტომბერი. 2025 წელი)- მარია მაჩადუ- უნაგვესი არსება, რომელმაც ერთი თვის წინ ტრამპს მიმართა თხოვნით, ჩაეტარებია სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში. დიახ, თხოვა ამერიკას, დაებომბა თავისი სამშობლო!!!.
ჰოდა, ტრამპმაც შეუსრულა თხოვნა!
დიახ, პრეცედენტი დაშვებულია!!!
უცხო ქვეყნის ტეტიტორიაზე ჩატარდა სამხედრო ოპერაცია- ინტერვენცია და მოხდა აშშ-ს მხრიდან სხვა ქვეყნის პრეზიდენტის დატყვევება!!!!
ვალოდია, რა გიშლის ხელს?!… შედი და დაატყვევე ზელენსკი!!!… ან სულაც მაია სანდუ!!!.. ვინაა ფინეთის პრეზიდენტი?!… ეგეც დაიჭირე… ან სულაც დაბრიდე!!!
ამ მსოფლიოში ყველაფერი მოსულა!!!
სი ძინ პინმა ყველა დააორსულა… ჰოდა, ტოქსიკოზი აქვს, ეტყობა, ამ ყურშიტყვიაგარტყმულს!…
როგორი ბუნებრივი, მოსალოდნელი ფაქტი დაფიქსირდა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელმაც ერთხელ უკვე ჩააგდო ატომური ბომბი ხიროსიმასა და ნაგასაკში!
ის როგორ არის?!
არ გასწორდებაო კუდი ძაღლისაი….“




