ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია ალეკო ელისაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,წავიკითხე ელისაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე, მოვუსმინე მის მეუღლეს, ადვოკატს… ბოლომდე მიდის მცდელობა, რომ მისი ბრალეულობა დამტკიცდეს!
რატომ?!..
ან რატომ ატირდა კაცი, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა?!…
რა იმალება ამ არაადეკვატურობის და ალოგიკურობის მიღმა?!
თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ასე იქცევიან იმ შემთხვევაში, როდესაც ბევრად მძიმე დანაშაულის გადაფარვას ან საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ!
ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…
ერთი ვალდებულებებაკიდებული მარიონეტია, რომელმაც, სავარაუდოდ, “ შეფებისგან” იმდენად მძიმე დავალება მიიღო ( ვთქვათ, ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება… “საკრალური მსხვერპლის” სახით…ან რაიმე სხვა, ასეთივე სიმძიმის, რომელსაც ვერ შეასრულებდა), რომ მიხვდა, ერთადერთი გადარჩენის გზა, ხელისუფლების დაცვის ქვეშ ყოფნაში იყო. ანუ ციხეში… მძიმე ბრალდებით და ამავდროულად, გამჭვირვალე დაცვის ქვეშ.
ვერაფერს ვამტკიცებ… არც ვაპირებ რაიმეს მტკიცებას…
მაგრამ…
როდესაც , საქართველოსთვის მტრადქეულების მხრიდან, დანაშაულის მართლების აბსურდული ნიაღვარი წამოვიდა,( მაშინ, როდესაც ბრალდებული სრულად აღიარებს დანაშაულს…)როდესაც მეუღლეც კი არ ცდილიბს ქმრისთვის ბრალის შემსუბუქებას, როდესაც ტერორისტი იწყებს ტირილს საკუთარი თავის სიბრალულის მოტივით… აი, რა ვიცი, რა ვიცი… ცოტა მიჭირს ფსიქიური ფაქტორების და ემოციურ- პატრიოტული არგუმენტების მიღება და დაჯერება!
ძიება ყველაფერს დაადგენს!”




