ხათუნა სამნიძე – პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ სტრატეგიას – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოვძებნოთ გაერთიანების რესურსი, რომ 2024 წლის არჩევნებში არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს

პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ სტრატეგიას – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოვძებნოთ მოლაპარაკებების და გაერთიანების რესურსი, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს 2024 წლის არჩევნებში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის’ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში და 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ოპოზიციური ხმების დაახლოებით, 20 პროცენტი იკარგება და ხელისუფლება ვერ შეიცვლება, ამიტომ საჭიროა სტრატეგიის შეცვლა.
„ჩვენ უნდა დავინახოთ ტენდენცია და გადავხედოთ გამოცდილებას. ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ამომრჩეველი განწყობილია ოპოზიციურად და ის ვერ ხედავს ოპოზიციაში ალტერნატივას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარა პარტიებმა გამოვძებნოთ რესურსი საკუთარ თავში მოლაპარაკებების და გაერთიანების, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა 2024 წლის არჩევნებში. პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ საკუთარ სტრატეგიას და მარტო იმაზე საუბარი, რომ დამოუკიდებლად გადავლახავთ ბარიერს და არ გვჭირდება მოლაპარაკებები, მგონი, არ არის სწორი სტრატეგია დღეს. ჩანს, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასე ვერ შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, ხმების 20 პროცენტი მაინც იკარგება, მაშინ როცა თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურ ველზე”, – განაცხადა სამნიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება