ხათუნა სამნიძე – ეს არჩევნები სამშობლოს სიცოცხლისთვის ბრძოლის წელია

2024 წელი ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლის წელია, ეს არჩევნები კი ჩვენი სამშობლოს სიცოცხლისთვის ბრძოლის წელი – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის არის ძლიერი, რადგან არის ასეთ ქალებთან ერთად და სოლიდარობით, მხარდაჭერით, ცოდნით შეიძლება დადგეს ამ ქვეყანაში ევროპა დღეს.
“ყველას გვახსოვს ქალების გაშავების კამპანია ხელისუფლების მხრიდან – სახე დაკარგესო. კი, სახესაც დავკარგავთ, რათა არ წავართმევინოთ ჩვენი ევროპული მომავალი.
ჩვენი კოალიციაა განსხვავებული, მებრძოლი, მრავალფეროვანი საქართველოსთვის. იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ბედნიერება და სიკეთე.
თქვენ მოგაქვთ ცვლილებები, თქვენია მომავალი. ჩვენ თქვენთან ერთად მოვიტანთ ამ ქვეყანაში ცვლილებებს”, – განაცხადა სამნიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ