ხათუნა ლაგაზიძე – ოპოზიცია უნდა გახდეს სრულწლოვანი – უნდა გაიაზროს, რომ მას მოკლე დისტანციაზე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რბოლა აქვს

ოპოზიცია უნდა გახდეს სრულწლოვანი – უნდა გაიაზროს, რომ მას მოკლე დისტანციაზე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რბოლა აქვს და თუ ამის რესურსი აქვს, ს მოგება ისეთი სხვაობით უნდა შეძლოს, რომ ამ შედეგის დაცვა არ გაუჭირდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებში ისეთი შედეგის დადება უნდა დაისახოს მიზნად, რომელიც ეჭვს არ დაექვემდებარება არც ქვეყნის შიგნით და არ ქვეყნის გარეთ.
როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, ალტერნატივა არ აქვს იმ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პოტენციალი არ აქვთ.
„იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ მაღალი შანსი 5%-იანი ბარიერის გადალახვის და ამაში დარწმუნებული იყვნენ, 7-8% მაინც უნდა აჩვენებდნენ გამოკითხვებში. ამის რესურსი რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას აქვს, თუმცა ეს ჯერჯერობით არის რესურსი და ეს გადაიქცევა თუ არა კონკრეტულ ხმებად და მხარდაჭერად, ამას უახლოესი რამდენიმე თვე გვიჩვენებს, თუ რას გააკეთებენ ამ მიმართულებით. თუ მათ ამომრჩევლის მხარდაჭერის პოტენციალი არ აქვთ და ამას თვითონ გაცილებით უკეთ იგრძნობენ, ასეთ შემთხვევაში გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს, იმისათვის, რომ ხმები არ დაიკარგოს და იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად, თანაბრად შეძლოს ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ჭიდილი,“ – აღნიშნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს პოლიტიკაში დაბრუნება არჩევნებს არ უკავშირდება.
„როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებული არ იყო, ყველა კვლევითი მონაცემი აჩვენებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების არანაირი პრობლემა არ ემუქრებოდა. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა პირდაპირ არ უკავშირდება არჩევნებს, იმიტომ რომ საფრთხე იმდენად რეალური მაინცდამაინც არ იყო დეკემბერში, რომ დეკემბრის ბოლოს გამოსულიყო. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ თუნდაც ფსიქოლოგიურად, ოპოზიციისთვის და მისი ამომრჩევლისთვის, შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ოპოზიციის შანსებთან დაკავშირებით, საქმე მთლად ისე ცუდადაც არ არის როგორც შეიძლებოდა ვინმეს წარმოედგინა. აქედან გამომდინარე, მათ ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დადონ რისი შესაძლებლობაც აქვს ოპოზიციას,“ – განაცხადა პოლიტოლოგმა.
კითხვაზე, თუ რას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს, რომ „რთული სათქმელია, თუმცა არის რაღაც ფაქტორები, რამაც ის აიძულა, ისევ სააშკარაოზე გამოსულიყო“.
„რთული სათქმელია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას საჯაროობა არასდროს უყვარდა, ვფიქრობ, რომ მისი სურვილი, მოწადინება და ვნება პოლიტიკაში დაბრუნება ნამდვილად არ იყო. არის რაღაცა ფაქტორები, რომელმაც აიძულა, ისევ სააშკარაოზე გამოსულიყო და რეალურად გამხდარიყო ოპოზიციის მთავარი სამიზნე წინასაარჩევნოდ. ეს კომფორტი მისცა ოპოზიციას, თუმცა ვარაუდებზე საუბარი, არ ვფიქრობ, რომ რეალური შედეგის მომცემია,“ -აღნიშნა ლაგაძემ.
ის ასევე ში მიმდინარე ომს შეეხო და განაცხადა, რომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ უკრაინაში ს წინსვლა თვალსაჩინო და საშიში გახდა, სამხედრო ოპერაციაში ჩართვა ნატოს მოუწიოს.
„უკრაინაში რუსეთის წინსვლის დაშვება არის ძალიან რეალური საფრთხე უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის. მაგალითად, რამდენიმე ბრიტანელი, ძალიან გამოცდილი ექსპერტი, ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები, არ გამორიცხავენ იმას, რომ თუ უკრაინაში რუსეთის წინსვლა თვალსაჩინო და საშიში გახდა, უკვე ნატოს მოუწიოს ჩართვა სამხედრო ოპერაციაში,“ – განაცხადა ლაგაზიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით