ხათუნა თოთლაძე იუბილარია – ქართველი დიზაინერის მეუღლეს დაბადების დღეს არაერთი ცნობილი ადამიანი ულოცავს – Marao
ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს და მის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, ერთ ქალიშვილი, ანასტასია ჰყავთ.
ხათუნა თოთლაძე 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ. ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. 44 წლის თოთლაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
ხათუნა თოთლაძე 2014 წლის 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ხათუნა თოთლაძე თბილისში რამდენიმე ბინას ფლობს. 2018 წელს კრწანისის ქუჩაზე მშენებარე ბინაში 300 000 დოლარი გადაიხადა. 2011 წელს საჩუქრის სახით აქვს მიღებული 110 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 110 კვ.მ საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. 2005 წელს დიპლომატმა კიდევ ერთი ბინა მიიღო საჩუქრად, ამჯერადაც თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. მის საკუთრებაშია ორი ავტოფარეხი კრწანისის ქუჩაზე, რომელთა შესაძენად 10 ათასი დოლარი გადაიხადა.
“ხათუნა გავიცანი, როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც “ოლიგარქის ოჯახის თემას” დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია). ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ. იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვლიე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი… მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ…
ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითარდება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამიანისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი – შვილი” – ამბობდა ავთანდილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხათუნა თოთლაძე განსაკუთრებული ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა.
ამჯერად ხათუნა იუბილარია. იგი მილოცვას არაერთი ცნობილი ადამიანისგან იღებს, მათ შორისაა ნინი ქარსელაძე, რომელიც თავის “ინსტაგრამგვერდზე” ხათუნას ფოტოს აქვეყნებს: