ხათუნა არველაძე – ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას – არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში! დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში!

ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას – არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში! დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხათუნა არველაძემ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისი არის ის ქალაქი, საიდანაც ყოველთვის იწყებოდა ევროპული მოძრაობა.
„ქუთაისელებმა არაერთხელ თქვეს და იტყვიან თავის სათქმელს ამ უდიდეს გზაზე, ევროპულ გზაზე. დაასრულებენ „ქოციანობას“ საქართველოში, ისე როგორც დაასრულეს ლეკიანობა საქართველოში.
ქუთაისი არის ის ქალაქი, საიდანაც ყოველთვის იწყებოდა ევროპული მოძრაობა და დიახ, ქუთაისი იტყვის თავის სიტყვას – არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, არა რუსულ ჭაობს საქართველოში!
დიახ, კი ევროპას, განვითარებას, წინსვლას და პროგრესს ჩვენს ქვეყანაში!“ – განაცხადა ხათუნა არველაძემ.
ხათუნა არველაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ