ხათუნა აბაშიძე: ქართველისთვის სამშობლოს იქით ცხოვრება არსებობაა

News.ge აგრძელებს რუბრიკას – ქართველი ემიგრანტები.

გთავაზობთ ინტერვიუს -ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთან, ხათუნა აბაშიძესთან.

ხათუნა, რამდენი ხანია რაც შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ…  გვიამბეთ, როგორ გაიარეთ გზა საქართველოდან ამერიკამდე? 

ასე მგონია, ემიგრაციაში მყოფი ადამიანი მეტ კომპრომისზე მიდის… შეიძლება ნოსტალგიის ბრალია თუმცა, მაინც გკითხავთ – რას ვერ აპატიებთ ადამიანს

ემიგრაცია ნამდვილად ცვლის ადამიანს მენტალურად. ბევრი რამის ხედვას გასწავლის, უფრო მგრძნობიარეც ხდები, სამშობლო გიყვარდება უზომოდ და მუდმივ მონატრების რეჟიმში ხარ. თქვენს კითხვაზე კი ზუსტად გიპასუხებთ, არ არსებობს ქმედება რომ მე არ ან ვერ ვაპატიო ადამიანს. მამა ღმერთმა ერთადერთი ძის – უფალი იესოს „ჯვარზე გაკვრა აპატია“ კაცობრიობას და მე, უბრალო მოკვდავი ვინ ვარ რომ ვინმეს რამე არ შევუნდო და არ ვაპატიო. ხშირად ამბობენ რომ გატეხილი ჭურჭელი შეწებების მერე ვეღარ გამთელდება. მე გეტყვით რომ გამრთელდება, გააჩნია რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებთ. ჩემს გონებას ძალუძს ძალიან ადვილად წაშალოს ცუდი და გამოკეტოს იმ უჯრედში, რომელიც უკვალოდ გაქრება ჩემი მეხსიერებიდან. ისედაც ისეთი მცირეა ჩვენი ამ ქვეყნად სიცოცხლის წლები და უფრო რატომ შევამოკლოთ ჩვენი ქმედებით. გამჩენმა კი შეგვქმნა თავის ხატად და სადარად, მაგრამ მაინც უბრალოდ მოკვდავნი ვართ და შეცდომები ბევრი გვექნება ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებლად უნდა მივუტევოთ ერთმანეთს.

ხათუნა აბაშიძის დედა, ლალი აბაშიძე და დისშვილი თომა

რას უსურვებდით საკუთარ თავსა და იმ ადამიანებს ვინც ძალიან გიყვართ

ბანალური ვიქნები და ვიტყვი რომ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიკეთე. ძალიან მინდა რომ ჩემი ქვეყანა აყვავდეს და გაიფურჩქნოს. ჩვენი ხალხი იმსახურებს ამას და ნუ შევჭამთ ცოცხლად ერთმანეთს, სულ მუდამ გვახსოვდეს რომ წუთისოფლად მოგვავლინა გამჩენმა და ლამაზი მოგონებები, მადლიანი საქმე და ერთმანეთის სიყვარული უნდა შევკრათ კონებად და ისე დავიმკვიდროთ თავი სასუფეველში – უფლის სამოთხეში. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ, რადგან ღმერთია თავად სიყვარული და სწორედაც რომ ამ სიყვარულის ძალით ტრიალებს ირგვლივ ყველაფერი!

მადლობა, წარმატებას გისურვებთ

სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე