ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა

ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მის მიერ წამოწყებული კამპანია ს შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი.
„დღეს ვადაგასულმა თაღლითმა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი კუთვნილება საზოგადოების იმ დანაშაულებრივ/დეკლასირებული ელემენტების გარემოსადმი, სადაც აზრის გამოხატვის მიზნით მიმართავენ კრიმინალურ სამყაროში აპრობირებულ სპეციალურ სოციალურ დიალექტს (სოციოლექტს). ამჯერად ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც თავი “მუჟიკად” წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს ა.წ. 27 ოქტომბერს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა.
იმ ორმაგ “ფუფლოს”, სადაც ხაზარაძე ჯერ არჩევნებს იგებს, ხილო მერე მოწინააღმდეგეთა დეპორტირებით უნდა დაკავდეს და რომლის დამახსოვრებასაც აზრი არა აქვს. ან როდის აგებდა პასუხს თავის მიცემულ სიტყვაზე, ან როდის ქენჯნიდა “ნამუსი” ფუფლოს გავრცელების გამო. საოცარია ამ კრიმინალურ “ლელო”-საკანში გაერთიანებული იმ “ფრაერების” ნაირსახეობა, რომლებიც ცდილობენ მუქარით გადაფარონ საკუთარი “პარაშასთან” მყოფი მდგომარეობა: კამსამოლები, კომპარტიელები, რუსი მასონი – ანუ ზუსტად ის კონტინგენტი, ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის რეისზე შეძენილი ავიაბილეთები რომ “დახატავდათ”.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ

ვეტერანი მალხაზ თოფურია „ნაცმოძრაობის“ დროს ეროვნულ გვარდიაში შექმნილ ვითარებაზე: ომში დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს, რემონტი კეთდებაო – შემდეგ გამოჩნდა გვარდიაში სარდალი წაქაძე, რომელმაც ეს სურათები ყუთებიდან გადმოყარა და წიხლებით შედგა, როდემდე უნდა ეყაროსო