ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები. რა თქმა უნდა, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის

ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები, ასე რომ ეს არის ის ერთადერთი დასკვნა, რაც ამ პერიპეტიებს მოჰყვა, – ასე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ახლა ამაზე შესაბამისი რეაქციაა საჭირო.
„გასაგებია, რაც უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამაზე, რომ ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის – თაღლითების, რომლებმაც არ იკმარეს, რომ თავის ქვეყანას თაღლითური სქემებით აზიანებდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს, საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვით 1,5 მილიარდი დოლარი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ. აი, ამას ცდილობდნენ, დამარცხდნენ და კიდევ ფიქრობენ, რომ მათი ადგილია პოლიტიკაში? რა თქმა უნდა, არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა გაერთიანება ALDE-ზე, რომელიც „ლელოს“ პარტნიორია ევროპაში და აღნიშნა, რომ შესაბამისი დასკვნები მისმა ლიდერებმაც უნდა გააკეთონ.
„რაც შეეხება ALDE-ს, რომლის წევრებიც ისინი არიან, შეგახსენებთ, ეს პარტია გამოირჩევა იმით, რომ რადიკალურ პარტიებს უჭერს მხარს და იმავე მომენტში გამოენთება ხოლმე ALDE-ს სხვადასხვა ხელმძღვანელი, როდესაც საქმე ხაზარაძეს ეხება. სად არიან ახლა, როდესაც მათი პარტნიორი თაღლითობაშია მხილებული ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ?! სად არის მათი მორალური კოდექსი?! თაღლითების პარტია უნდა ჰყავდეთ წევრად?! ან დასკვნას გამოიტანენ ამ ყველაფრიდან და გარიცხავენ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს და ასეთ ადამიანებს არ გაიკარებენ, ან გამოდის, რომ საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას იმ თაღლითობაზე, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეწევიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა